среда, 20 апреля 2011 г.

ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში

ინმფომაციის   მოძიება არც თუ ისე ადვილია, ამიტომ წავედი  საჯარო ბიბლიოთეკაში , რათა საინტერესო მასალები წამეკითხა, რატომღაც წარმომედგინა  რომ პროცედურა  დამღლელი იქნებოდა, თუმცა საკმაოდ მარტივი და სწრაფი აღმოჩნდა. დასარეგისტრირებლად  საჩიროა თან იქონიოთ პირადობის მოწმობა, ხოლო ფოტოსურათის  გადაღება ადგილზევეა შესაძლებელი. ოთახში სიმყუდროვეს  კედელზე დაკიდებული საათი არღვევს, თუმცა  თავის მხრივ ისიც დადებით აურას ქმნის. მომსახურე პერსონალიც საკმაოდ თბილი და თავაზიანი აღმოჩნდა. ბილეთის აღება მეორე დღესაა სეშაძლებელი, მაგრამ მისი აღებისას სასიამოვნო განცდა გეუფლება იმისა, რომ შენ ხარ საჯარო ბიბლიოთეკის წევრი.

computer in our life(კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში)



Nowadays, we cannot imagine our life without computers and the fact is that they have become so important that nothing can replace them. They seem to be everywhere today. Since 1948 when the first real computer has been invented our life has changed so much that we can call it real digital revolution.

First computers differed from today's ones. They were so huge that they occupied whole rooms or buildings being relatively slow. They were not faster than modern simple watches or calculators. Nowadays they are also used by scientist and they may also be as huge as the old ones but they are millions times faster. They can perform many complex operations simultaneously and scientist practically can't do without them. Thanks to them people has access to enormous amount of information. Gathering data has never been more simple than now. They are not only used in laboratories but also in factories to control production. Sometimes it is computers who manufacture other computers.



დღესდღეობით ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე და ფაქტია, რომ მათ მნიშვნელობას ვერაფერი ჩაანაცვლებს.დღეს ისინი ყველგან არიან.1948 წლის შემდეგ როდესაც გამოჩნდა პირველი კომპიუტერი ჩვენი ცხოვრება იმდენად შეიცვალა, რომ ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ციფრული რევოლუცია.პიველი კომპიუტერი განსხვავდება დღევანდელისგან, ის იმდენად დიდი იყო, რომ მთელ ოთახს იკავრბდა და არც ისე სწრაფად მუშაობდა, როგორც თუნდაც დღევანდელი საათი ან კალკულატორი.დღესდღეობით მათ მხოლოდ მეცნიერები გამოიყენებენ და ზომის მიუხედავად სისწრაფით მილიონჯერ აღემატებიან პირველ კომპიოუტერს.მათ შეუძლიათ იმდენად დიდი და კომპლექსური ინფორმაციის მიწოდება, რომ მის გარეშე მეცნიერებას გაუჭირდებოდა.კომპიუტერის მეშვეობით ადამიანს შეუძლია მოიპოვოს უზარმაზარი ინფორმაცია,რომლის შეგროვებაც ისე ადვილი არასდროს ყოფილა როგორც ახლა.ისინი გამოიყენება არა მხოლოდ ლაბორატორიებში არამედ ფაბრიკა-ქარხნებში, რათა აკონტროლონ წარმოება.ხანდახან კომპიუტერები  თვითონ ქმნიან კომპიუტერებს. 

ჩემი აზრით სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია,კომპიუტერი პრაქტიკულად ჩაუნაცვლებელია და მათ გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.ისინი არიან ყველგან:სახლში,სკოლაში,სამსახურში და მანქანაში.შესაძლებელია მომავალში კაცობრიობამ შექმნას ნახევრად კომპიუტერული ადამიანი ანუ ადამიანი რობოტი.თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არც თუ ისე ახლო მომავალში მოხდება,მაგრამ ისიც სიმართლეა რომ კომპიუტერი ახლო თუ შორეულ მომავალში იქნება კაცობრიობის მმართველი. 

вторник, 19 апреля 2011 г.

კომპიუტერის უარყოფითი მხარეები..


საზიანოა თუ არა კომპიუტერი მასთან მომუშავე ადამიანების თვალებისათვისი დღეისათვის ამის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, კომპიუტერთან მუშაობის დროს ადამიანთა ჩივილები თვალების არეში არასასიამოვნო შეგრძნებებისა და დისკომფორტის გამო სულ უფრო მატულობს, აქედან გამომდინარე, მხედველობისათვის მონიტორების უსაფრთხოების პრობლემა დიდ ყურადღებას იქცევს. 


გამოკვლევები, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სახელმწიფო (არაკომერციული) ლაბორატორიებში მოწმობენ, რომ თვალებისათვის საშიში მაიონიზებელი (რენტგენის ტიპის) და არამაიონიზებელი (ულტრაიისფერი)გამოსხივების დონე, რომელიც მოდის ეკრანიდან, საკმაოდ დაბალია. მაგალითად, მონიტორიდან მომდინარე ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უმნიშვნელოა დღის ნათურების გამოსხივებასთან შედარებით. ულტრაიისფერი გამოსხივების ამ დოზას არ შეუძლია კატარაქტის გამოწვევა თუნდაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ზემოქმედებდეს. ზოგჯერ, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, წარმოიქმნება შავ-თეთრი საგნების “შეფერადების” შეგრძნება. თუმცა ეს დაავადების ნიშანი კი არა, ნორმალური მხედველობისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა.ეს, ეგრეთწოდებული, მაკ`კალახის ეფექტია, რომლის დროსაც ეკრანზე არსებული ძირითადი ფერების გარდა საგნები იძენენ დამატებით შეფერილობას.
კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებისათვის ალბათ ნაცნობია ეს სიტუაცია: თვალების ქავილი, წვა, თვალის კაკლის გაწითლება, ქუთუთოები კი თითქოს თავისით იხურებიან დაღლილობისაგან. მსგავსი სიმპტომები მიანიშნებს დაავადებას: „მშრალი თვალის სინდრომი’’. და თუ მას თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, შედეგად ბევრ უსიამოვნებას მიიღებთ. თუმცაღა, თვალის დაავადებებისას მხოლოდ კომპიუტერი არ არის დამნაშავე. მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ძალიან მშრალი კონდიცირებული ჰაერი, ქუჩის მტვერი, არაბალანსირებული კვება, რომელიც ვიტამინების ნაკლებობას იწვევს ორგანიზმში. თუ ცალ–ცალკე ამ ფაქტორებს არ შეუძლიათ გამოიწვიონ თვალის სიმშრალე, ერთად მათ ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლიათ.
მუშაობის რეჟიმი: რა თქმა უნდა, იდეაში, კომპიუტერთან 4–5 საათზე მეტი არ უნდა გაატაროთ დღეში, მაგრამ თანამედროვე პირობებში ეს თითქმის შეუძლებელია. ამ შემთხვევაში შეეცადეთ გააკეთოთ 10 წუთიანი შესვენებები საათში ერთხელ მაინც. თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა.

კომპიუტერი ინფორმაციის წყარო


კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.


კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.


კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.

წიგნი ინფორმაციის წყარო



წიგნი - ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი. წიგნის ტექსტების ფიქსირება ხდება ფურცლებზე ნიშნების, ასოების ან სხვა გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, რომლებიც აღიქმება ვიზუალურად. (გამონაკლისია წიგნები უსინათლოთათვის, რომლებიც ბრაილის შრიფტით არის დაწერილი.)
თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე.ი. არანაკლებ 48 გვერდისა.
ისტორია .
ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
წიგნი საქართველოში .
პირველი ნაბეჭდი წიგნის (ქართულ-იტალიური ლექსიკონის) ერთ-ერთი გვერდი
1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".

წიგნი კითხვის ინტერესი კომპიუტერმა ჩაანაცვლა

ახალგაზრდებში წიგნის კითხვის ინტერესი კომპიუტერმა და ტელევიზორმა ჩაანაცვლა. ახალი თაობის მისწრაფებებს პედაგოგები უარყოფითად ხვდებიან და პრობლემას მათი სიზარმაცით ხსნიან. 

საკამათო აღარაა, რომ ახალგაზრდა თაობას კითხვა არ უყვარს და არ უნდა. ისინი თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამბობენ, რომ ასე გაცილებით სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად ღებულობენ საჭირო ინფორმაციას. წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებს კი იშვიათად აკითხავენ. 

დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს…
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფოსები და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს


ერთი ძველისძველი გადმოცემის თანახმად ,დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს – ტოტს შეუქმნია და ფარაონისათვის უთქვამს:ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას ,რაც შეიძლება დაავიწყდეთო.ფარაონი შეშფოთებულა ;ჯერ ტოტის გამოგონებაზე მიუთითებია, შემდეგ -ადამიანზე და უთქვამს:ეს(დამწერლობა) მოკლავს ამას(მეხსიერებას).ცხადია,დღეს წერასა და კითხვას აღარავინ უფრთხის,რადგან ადამიანები დარწმუნდნენ ,რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს არამედ აწრთობს,ძალას მატებს.
XV საუკუნეში ,როცა ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” მოთხრობილი ამბები ხდებოდა,წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებული იყო.მაშინ ადამიანთა აღზრდისთვის ძირითადად ტაძრის ფრესკებსა და ქანდაკებებს იყენებდნენ,წიგნს კი უნდობლობით ეკიდებოდნენ -ადამიანი ღმერთს არ დააშოროს ,ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ გაუღვივოსო.ამიტომაც მიუთითა ჰიუგოს რომანის პერსონაჟმა-აბატმა კლოდ ფროლომ-ჯერ წიგნზე ,შემდეგ ტაძარზე და ბრძანა: ეს (წიგნი) მოკლავს ამას (რწმენას).
ამის შემდგომ კარგა ხანი გავიდა .ახლა ვითარება შეიცვალა და თვით წიგნსაც გამოუჩნდნენ კონკურენტები:ჯერ ფოტოგრაფიული გამოსახულება ამოძრავდა და კინოხელოვნება გაჩნდა ,შემდეგ კი ტელევიზორმა დაიპყრო ქვეყანა.ამიტომაც ახლა ადამიანთა შიში წიგნის მომავალს დაუკავშირდა.დღეს ჯერ კომპიუტერზე მიუთითებენ ,შემდეგ წიგნზე და კვლავ იმავე ფრაზას იმეორებენ : ეს (კომპიუტერი) მოკლავს ამას (წიგნს).ნუთუ მართლა ასე უნდა მოხდეს?აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ :არსებობს ორგვარი წიგნი:საკითხავი და საცნობარო.პირველს ჩვეულებისამებრ ,თავიდან ბოლომდე ვკითხულობთ;მეორეს(ცნობარებს ,ენციკლოპედიებს……) კი ხანგამოშვებით ვაკითხავთ,რათა საჭირო ცნობები ამოვიკითხოთ.კომპიუტერს შეუძლია მეორე სახის წიგნი შეცვალს ,მაგრამ პირველს ვერ შეცვლის !!!
როცა ადამიანი 10-12 საათის განმავლობაში უზის კომპიუტერს (რაც ჩვენში ასე ხშირია :D) და დაღლილობისგან ლამის თვალები გადმოსცვივდეს,ბუნებრივია ,სავარძელში მოხერხებულად მოკალათების და საყვარელი ლექსის ან მოთხრობის გადაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება ,მაგრამ წიგნის შეცვლა არ შეუძლია!კომპიუტერის გამოგონებით დამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა:მას შეუძლია სურვილისამებრ ცვალოს და შეავსოს ტექსტები.მაგრამ მთავარი მანქანა ,რომელიც ურიცხვი ტექსტის შექმნის საშუალებას იძლევა ,ათასწლეულების წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია.